ლოიდ ოსტინი: ვაშინგტონი მზადაა საპასუხო დარტყმისთვის

© AP Photo / Alex Brandonლლოიდ ოსტინი
ლლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
პენტაგონის შეფის თქმით, ისინი, ვინც ამერიკელ ჯარისკაცებს დაესხნენ თავს, უნდა ელოდონ საპასუხო შეტევას.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზადაა საპასუხი შეტევა მიიტანოს ბოევიკებზე, რომლებმაც მანამდე ერაყის სამხედრო–საჰაერო ბაზა აინ–ელ–ასადზე (იყენებენ ამერიკელები და კოალიციური ძალები) მიიტანეს იერიში, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ABC-სთან ინტერვიუში.

ტერორიზმთან ბრძოლის სპეცქვედანაყოფის მებრძოლი ბაღდადში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ერაყის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ იყენებს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა: ვიდეო

ტელეარხის მონაცემებით, მარტის დასაწყისში ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშისას არც ერთი სამხედრო არ დაშავებულა, თუმცა ერთი სამოქალაქო მოსამსახურე გულის შეტევით გარდაიცვალა.

პენტაგონის შეფის თქმით, შეერთებული შტატებს, რომელიც განაგრძობს ამერიკელ სამხედროებზე შეტევის გამოძიებას, სრული უფლება აქვს, „სიმეტრიული პასუხი“ გასცეს თავდამსხმელებს.

„მათ, ვინც ეს შეტევა განახორციელა, უნდა იცოდნენ, რომ საკუთარი ჯარისკაცების დასაცავად ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ“, — აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან ოსტინმა დააზუსტა, რომ ამ დროისათვის ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს დააზუსტოს მათ ხელთ არსებული მონაცემები სარაკეტო იერიშის ავტორების თაობაზე და თუ ამის აუცილებლობა დადგა, საპასუხო შეტევას განახორციელებს.

მანამდე პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა სირია–ერაყის საზღვარზე მდებარე რამდენიმე შენობაზე მიიტანეს იერიში, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები იყენებდნენ. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ეს იყო პასუხი ერაყში ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე მომხდარ თავდახმაზე.

ყველა ახალი ამბავი
0