სამთო–სათხილამურო კორორტ გოდერძიზე საბაგირო ამუშავდა

© Facebook / Government of Ajaraკურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ზამთრის კურორტები „გაცოცხლებას“ იწყებენ – სამთო ტრასებზე სულ უფრო მეტი მოთხილამურეა და მათ დღეიდან უკვე საბაგირო გზებიც ემსახურება.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეიდან კურორტ გოდერძიზე, ქვეყნის სხვა სამთო–სათხილამურო კურორტების მსგავსად, საბაგიროები ამოქმედდა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

დაწესებული რეგლამენტის თანახმად, გონდოლაში ერთდროულად მხოლოდ სამი კაცი შეიძლება იმყოფებოდეს.

რაც შეეხება განთავსებას, კურორტზე სასტუმროებმა 25 თებერვლიდან განახლეს მუშაობა. დღევანდელი მონაცემებით, სტუმრებს გოდერძის სამი სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი იღებს.

საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 8 მარტიდან განაახლეს, თუმცა რიგი შეზღუდვები მაინც მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0