დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში – ვიდეო

გამოწერა
მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

ეპარქიის მსახურებისა და სასულიერო პირების დაპირისპირება მრევლთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურებაში მონაწილეობა აუკრძალა.

მოკვეთილ დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოესარჩლა. სასულიერო პირებსა და საეროებს შორის ურთიერთობის გარკვევისას შენობის მეორე სართულის აივანზე ხის მოაჯირი მოირღვა და ხალხი ქვემოთ გადაცვივდა. დაშავდა ათამდე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანიების „ფორმულის“, POSTV-ს, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს საპატრიარქო ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0