Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

© photo: Anna Dolidze / FBАна Долидзе
Ана Долидзе - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ...

პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა. ამის შესახებ სოცილურ ქსელის მეშვეობით ვიგებთ, სადაც მეგობრები ანას ახალშობილის დაბადებას ულოცავენ. პოლიტიკოსი ბოლო წუთებამდე აქტიურობდა, ის ჯერ კიდევ 6 მარტს აქციაზეც იმყოფებოდა, სადაც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. საარჩევნო ციებ-ცხელების დროს თავისი ორსულობა არ გაამხილა, რადგან არ უნდოდა, რომ ეს გამხდარიყო მთავარი თემა. მეუღლის ვინაობას კი ამ ეტაპზეც არ ამხელს.

ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა. ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე შედგა, თუმცა წყვილს სუფრა არ გაუწყვია – პანდემიის გამო.

ანა დოლიძე ჟურნალ „სარკესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი მეუღლე პროფესიით ფინანსისტი და აპოლიტიკური ადამიანია. პოლიტიკოსი ჯერჯერობით ვინაობის გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ერთმანეთი წლების წინ ერთ-ერთ მიღებაზე გაიცნეს.

„კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“, – ამბობს პოლიტიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0