COVID-19 საქართველოში – 8 მარტის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.421 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 125 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.998-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 266.886 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 193), გარდაიცვალა – 3.591 (ბოლო 24 საათში – 15), კარანტინის რეჟიმშია 257, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.421 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 125 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 7.832 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.613, PCR-ტესტით – 4.210.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,88%, ბოლო 14 დღის – 1,54%, ბოლო 7 დღის – 1,67%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0