მესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრებოდა: მორიგი სკანდალი საქართველოში

© photo: Sputnikმესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრებოდა: მორიგი სკანდალი საქართველოში
მესტიის მერი ჟურნალისტს ემუქრებოდა: მორიგი სკანდალი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
მესტიის მერის მეუღლე კი აცხადებს, რომ ჟურნალისტმა უნებართვოდ შეაღწია მისი მეუღლის დის სახლში, სადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. პოლიცია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის მხრიდან მუქარის ფაქტს იძიებს.

სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ და „სხვისი ნივთის დაზიანების“ მუხლებით აღიძრა.

როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, ჟორჟოლიანმა ჟურნალისტ ემა გოგოხიას ტელეფონით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ემუქრებოდა მას, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება და ფულადი თანხა შესთავაზა. მეორე დღეს გოგოხიას ავტომობილის საბურავები დაჭრილი დახვდა.

ტელეარხის მონაცემებით, ჟურნალისტი მესტიაში სავარაუდოდ უკანონო ტენდერების შესახებ სიუჟეტის გადასაღებად ჩავიდა. სიუჟეტის გაკეთება ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ გადაწყვიტა. კვლევაში ნათქვამია, რომ მესტიაში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ.საუბარია სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში”.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

მესტიის მერიაში და მმართველ პარტიაში მედიისთვის კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კაპიტონ ჟორჟოლიანის მეუღლემ, ნინა ხატისკაცმა, რომელიც წარსულში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომელი იყო. მისი თქმით, მუქარა და თავდასხმა არ მომხდარა, ხოლო ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ის მიუღებლად მიიჩნევს და არ ამართლებს. აქვე ის აღნიშნავს, რომ ძალადობა თავად ჟურნალისტის მხრიდან განხორციელდა, როდესაც მან უნებართვოდ შეაღწია კაპიტონ ჟირჟოლიანის დის საცხოვრებელ სახლში, სადაც ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

„შეუვარდნენ თეა ჟორჟოლიანს სახლში, 6 არასრულწლოვანის თვალწინ წივილ-კივილით დარბოდნენ უნებართვოდ სახლის სხვადასხვა სივრცეში, დაკეტილი ჭიშკარი გააღეს, უნებართვოდ შეაღწიეს სახლში და ეკითხებოდნენ, რა რემონტი გააკეთა სუბსიდიით“, - წერს ხატისკაცი.

მისი თქმით, აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს.

ის ასევე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კვლევას და მისი მეუღლისა და მისი დის მიმართ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0