ლევან მაისაშვილი: „პორტუგალიასთან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება, აქედან ქართველებმა 15-ჯერ გაიმარჯვეს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მატჩი პორტუგალიასთან, რომელიც ლისაბონში წლევანდელი გათამაშების ევროპის ერთა თასის ფარგლებში გაიმართება, საინტერესო უნდა იყოს. ამის შესახებ „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა კაპიტნების ვარჯიშის შემდეგ განაცხადა.

„ნებისმიერ თამაშს ძალიან მონდომებით და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა ის ფაქტი, რომ საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს და ეს თამაში მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. სხვადასხვა თამაშზე შეიძლება გვქონდეს ექსპერიმენტი შემადგენლობის მხრივ, მაგრამ ამან არ უნდა დააზიანოს პროცესი. ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი. ვფიქრობ, რომ ლისაბონში საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

© Facebook / Georgian Rugbyსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: „პორტუგალიასთან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი

მომავალი მეტოქე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც დაახასიათა.

„პორტუგალია რაც დაბრუნდა ჩვენს დივიზიონში (უმაღლესი - რედ.), ბევრად უკეთესი გახდა. ცდილობენ რომ სწრაფად ითამაშონ, თამაში ამაზე აქვთ აგებული. ცდილობენ რომ შეცდომები დააშვებინონ მოწინააღმდეგეს და ეს შეცდომები გამოიყენონ, რაც წინა წელს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. წელს იმედი გვაქვს და მზად ვართ, რომ ასეთი შეცდომები აღარ დავუშვათ და ასეთი მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ. ეს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოა, მაგრამ ამაზე დიდი ფოკუსირება არ ყოფილა იმიტომ რომ ეს თამაში ყველა შემთხვევაში უნდა მოვიგოთ“, - განაცხადა შარიქაძემ.

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე
ლევან მაისაშვილი: „პორტუგალიასთან საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს“ - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე

მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის მეტოქეთა დაპირისპირების ისტორიაში რიგით 22-ე გახდება. „ბორჯღალოსნებმა“ 15-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ წააგეს და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

თამაში დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0