მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს იანვარში, ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაროში, რომელიც არის რუსეთის წამყვანი ქვანახშირის მწარმოებელი. ურალის სამთო მეტალურგიული კომპანიის შვილობილი კომპანიის "კუზბასრაზრეზუგოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლარისა ბერესტნევამ აღნიშნა, რომ ექსკავატორები მას თიხის ფენაში მუშაობისას წააწყდნენ.
"სავარაუდოდ, ეს ოთხი ეშვი ოთხ სხვადასხვა მამონტს ეკუთვნის. ერთი შეხედვით, ძვლების დიამეტრი განსხვავებულია, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა მამონტებს ეკუთვნით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი სლობოდინმა.
"თარიღის დადგენა? ჯერ რთული სათქმელია. აუცილებელია შეისწავლოთ ადგილმდებარეობა, სადაც ისინი აღმოაჩინეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება ათიდან ორმოც ათას წლამდე”, - აღნიშნა მან.
აღმოჩენები მალე გამოიფინება მუზეუმში, მაგრამ მანამდე მისი კარგად შესწავლა და მომზადებაა საჭირო.