თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
მომიტინგეთა თქმით, მათ აქვთ „უსამართლობის შეგრძნება“, როდესაც ფანჯრებიდან გამვლელ მანქანებს უყურებენ, თავად კი სახლში ყოფნა უწევთ

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ
თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა

აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.

„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ
თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის წინააღმდეგ

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

ყველა ახალი ამბავი
0