რამდენი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს საქართველოში – მინისტრ გომელაურის ანგარიში

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
კიბერუსაფრთხოება და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია

 

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას გააგრძელებს, განაცხადა შსს–ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

ვახტანგი გომელაური ანგარიშით კანონმდებლების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.

 „სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა ხუთი „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 
მონაცემების დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
კიბერთაღლითობის ახალი სქემა: საბანკო ასოციაცია მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა  კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მისი თქმით, ქვეყანა ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.

 „2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 152 კიბერდამნაშავე. ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველები“,– განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, 2020 წელს თბილისში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. მსგავსი დანაყოფები ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება, დასძინა გომელაურმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითუეული მინისტრი გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით კანონმდებლების წინაშე წელიწადში ერთხელ წარდგება.

ყველა ახალი ამბავი
0