ქართული კივი იაპონიაში გაიტანეს

© photo : Pixabay / idaunკივი
კივი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 176 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტზე ამ თანხის 9,5% მოდის

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართულმა კომპანია „არომაპროდუქტმა“ იაპონიაში საქართველოში მოყვანილი კივი გაგზავნა, ნათქვამია სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.

საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა>>

სააგენტოს ცნობით, ექსპორტის გაზრდის მიზნით, უახლოეს მომავალში საქართველოს იაპონიიდან დელეგაცია ეწვევა.

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2020 წელს 176 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტის წილი ამ თანხის 9,5%–ია.

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ვაშლი გავიდა

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

პროგრამა მიმართულია მიკრო და მაკრო ბიზნესის განვითარების, მეწარმეობის თანამედროვე კულტურის დანერგვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროგრამა ასევე დაეხმარება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200–ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300–ზე მეტ სახეობას ეხება.

იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლი გავიდა>>

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6 212 პროექტი, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 61 მლნ ლარს აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0