„არ იმუშავა“: ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლას მოითხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ
ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა 2004-2012 წლებში შევიდა, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის წინა ვერსია დღევანდელზე უკეთესი იყო. ქვეყნის უმაღლეს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერენ მხარს. 

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომლებსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან“, — განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ.

ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას ეთანხმება პარტია „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. მას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალმა მოდელმა „ვერ იმუშავა“ და დარწმუნებულია, რომ ვიდრე პოლიტიკურ ელიტებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ინტერესებს მოარგონ კონსტიტუცია, მანამ ქვეყანა სწორ გზით ვერ განვითარდება.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
ექვსიდან ოთხი: ოპოზიციის რომელ მოთხოვნებზე მუშაობს „ქართული ოცნება“?

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია გაერთიანდა „ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო და ეს მისასალმებელია“, თუმცა ერთიან პლატფორმაზე საუბარი ნაადრევია.

საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო იმ პერიოდის მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება. 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად მიიჩნევა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

2018 წლის 16 დეკემბრიდან კი ქვეყანაში განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0