მოსკოვმა აშშ–ს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით უპასუხა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დიდი ხანია გაანადგურა ქიმიური იარაღის თავისი მარაგი და შეწყვიტა მასთან დაკავშირებული პროგრამები

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ–ის ბრალდებებს, რომ რუსეთს ქიმიური იარაღი აქვს, უსაფუძვლო უწოდა, იუწყება РИА Новости.

რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ახალი ანტირუსული „შავი სია“: შეერთებულმა შტატებმა სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

უფრო ადრე რუსულ მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აშშ–მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსული სუვერენული ვალისა და ზოგიერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ დიდი სანქციები შეიძლება დააწესოს. მასმედიის ინფორმაციით, ლონდონი აპირებს მოითხოვოს, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე. ასევე, განხილვაში უნდა ჩაერთონ საფრანგეთი და გერმანია.

პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლში ზედმიწევნით ყურადღებით აფიქსირებენ მასმედიაში გამოქვეყნებულ მასალებს.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ, მაგალითად, ვაშინგტონში ამოქმედებული მექანიზმიდან გამომდინარე, სანქციების მეორე ნაწილს აანონსებენ. ამასთან ვაშინგტონი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ადანაშაულებს რუსეთს იმაში, თითქოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა დიდი ხნის წინ გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგი და და მასთან დაკავშირებული პროგრამები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
რუსეთი აშშ-ს საფრთხეა: რუსეთმა ენტონი ბლინკენის განცხადებას უპასუხა

კრემლმა უკვე არაერთხელ უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ მას თითქოს აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებები აქვს. პესკოვის განცხადებით, მოსკოვი იცავს აკრძალული ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით აღებულ ყველა ვალდებულებას.

მანამდე ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის ირგვლივ არსებული ვითარების გამო, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პირველად შემოიღო სანქციები ახალი გლობალური რეჟიმის ფარგლებში. ბრიუსელის კვალდაკვალ ახალი შეზღუდვები დააწესა ვაშინგტონმაც. ჩამონათვალში მოხვდა 14 ორგანიზაცია და რამდენიმე ჩინოვნიკი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე უკვე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0