მედიაჯგუფი Россия сегодня ჟურნალისტებისა და ბლოგერების კონკურსს აცხადებს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში„როსია სეგოდნიას“ შენობა მოსკოვში
„როსია სეგოდნიას“ შენობა მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
კონკურსი „ჩვენი დროის გმირი“ საკავშირო რადიოს ლეგენდარული დიქტორის იური ლევიტანის სახელს ატარებს, რომლის უნიკალური ხმაც ფაშიზმზე გამარჯვებასთან ასოცირდება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მედიაჯგუფმა Россия сегодня იური ლევიტანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით „ჩვენი დროის გმირი“.

ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საკუთარი ნამშევრების ოთხ ნომინაციაში წარდგენა შეუძლიათ: საავტორო სატელევიზიო პროგრამა, საავტორო რადიოპროგრამა, აუდიოპოდკასტი და ვიდეობლოგი.

განაცხადების მიღება 2021 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება პროექტის ვებ-გვერდზე. 

პროექტ „უკვდავი მახსოვრობის“ პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
„როსია სეგოდნიამ“ საერთაშორისო პროექტი „უკვდავი მეხსიერება“ წარმოადგინა

კონკურსის ჟიური, რომელშიც ტიტულოვანი რუსი ჟურნალისტები, ტელე- და რადიოწამყვანები, ცნობილი მედიაექსპერტები შევლენ, საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევს თანამედროვე გმირების შესახებ. საექსპერტო ჯგუფი ჩამოაყალიბებს შორტ-ლისტს, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდება პროექტის გვერდზე.

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობასა და საპრიზო ადგილებს ჟიური ონლაინ–დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებს 2021 წლის 24 ივნისს. საპრიზო ფონდი 80 ათასი რუბლია თითოეულ ნომინაციაში. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოს გარდა ასევე გადაეცემათ დიპლომები.

კონკურსის პირობებსა და ნამუშევრების მიმართ ტექნიკურ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურსის გვერდზე. 

„ჩვენი კონკურსი უნიკალური დიქტორის იური ლევიტანის ხსოვნას ეძღვნება და ჩვენი მედიაჯგუფისთვის მნიშვნელოვანი თარიღის — „სოვინფორმბიუროს“ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს წინ იღებს სტარტს. ჩვენთვის ეს პროექტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ვილაპარაკოთ მათზე, ვინც ჩვენი დროის ჭეშმარიტი გმირია. და გავაკეთოთ ეს სწორედ იმ მედიაფორმატებში, რომლებსაც თანამედროვე აუდიტორია იღებს. ჩვენ გვსურს მივცეთ შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, გამოავლინონ ნიჭი, წარმოაჩინონ აზრის კრეატიულობა და ოსტატობა, და, რაც მთავარია, გვსურს შთავაგონოთ ადამიანებს ნამდვილი გმირობა“, — განაცხადა Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.

კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები უნდა წარმოაჩენდეს ავტორის ორიგინალურ იდეასა და მასალის მოწოდებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, ჟურნალისტურ ოსტატობასა და პროფესიონალიზმს, უნარს, შეძრას მაყურებლისა და მსმენელის გული.

მედიაჯგუფ Россия сегодня-ს კონკურსი საკავშირო რადიოს ლეგენდარული დიქტორის იური ლევიტანის სახელს ატარებს. მისი უნიკალური ხმა ასოცირდება „სოვინფორმბიუროს“ საფრონტო ცნობებთან, რომელსაც ლევიტანი მთელ ქვეყანას აცნობდა დიდი სამამულო ომის დროს.

კონკურსი „ჩვენი დროის გმირი“ მედიაჯგუფ Россия сегодня-ს საიუბილეო ღონისძიებების ნაწილია, რომელიც „სოვინფორმბიუროს“ 80 წლისთავს ეძღვნება. სამამულო ომოს დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 1941 წლის 24 ივნისს დაარსებული „სოვინფორმბიუროდან“ იწყება უმსხვილესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების — Новости-ს, РИА Новости-სა და საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня-ს ისტორია. წლის განმავლობაში მედიაჯგუფის რესურსებზე განხორციელდება მთელი რიგი პროექტები, რომლებიც სააგენტოებისა და სხვადასხვა წლებში მათი თანამშრომლების ისტორიებს მიეძღვნება.

Россия сегодня — საერთაშორისო მედიაჯგუფი, რომლის მისიაა მსოფლიო მოვლენების ოპერატიული და დაბალანსებული გაშუქება, აუდიტორიისთვის საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა თვალსაზრისის მიწოდება. Россия сегодня წარმოადგენს საინფორმაციო რესურსების ხაზს: უცხოეთში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკი“, რუსეთში — „რია ნოვოსტი“,პრაიმი“, „ინოსმი“, „უკრაინა,რუ“,ბალტნიუსი“ და „ტოკ-ი“.

ყველა ახალი ამბავი
0