გერმანიაში იმედოვნებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში აშშ-თან ითანამშრომლებენ

© AP / Jens Buettner„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
როგორც გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, იგი არ ემხრობა ექსტერიტორიულ სანქციებს, ხოლო პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მიიჩნევს კომერციულად და არა პოლიტიკურად

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ბერლინმა არ იცის, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარტნიორებს იპოვის, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნილს ანენმა კონფერენციაზე CERAWeek. იუწყება РИА Новости.

Строительство газопровода Северный поток-2 в Германии - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: აშშ-ის სანქციების ახალ სიებში გერმანია არ შედის

„იმედი მაქვს, ზედმეტად ოპტიმისტური არ ვარ, მაგრამ მართლაც მჯერა, რომ ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში გამოვნახავთ პარტნიორებს, რომლებიც მოისურვებენ ჩვენთან მუშაობას და კიდევ ერთხელ შეაფასებენ, რა ხდება სინამდვილეში, ვინაიდან, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მისი სიტყვებით, აშშ-ში დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანდნენ მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ. ამავდროულად პროექტის რეალიზება - გერმანიის სუვერენიტეტის საკითხია, „მეგობრების მისამართით სანქციებით მუქარა კი მიუღებელია“, აღნიშნა ანენმა.

„იმედი მაქვს, ეს ესმით, ისევე როგორც ის, რომ ჩვენ მოხარული ვიქნებოდით მოლაპარაკების მაგიდასთან თუ დავსხდებოდით“, - დასძინა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკული ბაზარი შეიცვალა, უფრო გამჭვირვალე გახდა, გაჩნდა ახალი ტექნიკური შესაძლებლობები და ეს ყველაფერი სხვა ქვეყნების შეშფოთების გაქარწყლების შესაძლებლობას იძლევა. ანენის თქმით, გერმანია ენერგეტიკული გარდატეხის ფაზაში იმყოფება, რადგან უარს ამბობს ნახშირსა და ატომზე განახლებადი წყაროების სასარგებლოდ, ამ კონტექსტში კი გაზი აუცილებელია.

ჩრდილოეთის ნაკადი-2

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.

მილგამყვანი „ფორტუნა“  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
„მაინც აშენდება“: რუსეთის საგარეო უწყებამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პერსპექტივა შეაფასა

პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. ევროპელი პარტნიორები - Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall - მშენებლობას ნაწილობრივ - თითოეული მათგანი 950 მლნ ევროთი - აფინანსებდნენ.

აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გასულ წლის დეკემბერში Nord Stream 2 AG-მა მოახერხა მილების გაყვანის სამუშაოების განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით. თებერვლის დასაწყისში გემმა დანიის წყლებში 120-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩაყრა დაიწყო, ამის შემდეგ გერმანიის წყლებში კიდევ 28 კილომეტრიანი მონაკვეთი დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0