მომღერალმა და ტელეწამყვანმა თემო საჯაიამ შემოდგომაზე ცნობილ მოდელზე და ასევე ტელეწამყვანზე მარიტა ჯანაშიაზე იქორწინა. მარიტა ჯანაშია ამბობს, რომ ქორწილის სამზადისმა იმხელა ენერგია წაიღო, რომ მის შემდეგ ერთი კვირა გადაბმულად ეძინა.
მომღერალ თემო საჯაიას და მოდელ მარიტა ჯანაშიას სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება. მომღერალმა მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა. „ერთად მიჰყავთ გადაცემა“, – წერს თემო ორსულ მეუღლეზე. წყვილს ტელეკომპანია PosTV-ს დილის გადაცემა მიჰყავს.
ტელეწამყვანები თემო და მარიტა ჯერ კიდევ ივლისში დაინიშნენ. მომღერალმა ლამაზმან საცოლეს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ქორწილის ყველა სტუმარი თეთრებში იყო გამოწყობილი. პატარძალს ჯვრისწერის ცერემონიაზე გრძელი, ტრადიციული დიზაინის კაბა ეცვა, ხოლო საქორწინო წვეულებაზე მოკლე და თავისუფალი სტილის სამოსზე შეაჩერა არჩევანი. ქორწილის სტუმრებს შორის არაერთი პოპულარული ადამიანი იყო.
View this post on Instagram
წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია PosTV-ში გაიცნო, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილ მოდელსა და პოპულარულ მომღერალს წარსულში საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც წლებს ითვლიდა.
View this post on Instagram
მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი, მოდელი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე ხნის წინ დაშორდნენ, მასმედიაში კი ეს ამბავი 2020 წლის თებერვალში გამჟღავნდა, როდესაც მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.