Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დასჯილია...“- რუსკა მაყაშვილი შვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
მხიარულ რუსკა მაყაშვილს ოჯახის წევრებიც განსაკუთრებულად მხიარული ჰყავს. რუსკა ხშირად აქვეყნებს ვაჟის სახალისო ვიდეოებს

ყველასათვის ცნობილი რუსკა მაყაშვილი ერთი ვაჟის – პატარა ილიას დედაა. მას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ რუსკა არ ჩქარობდა. სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო.

რუსკამ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამამ მასზე და მის დაზე ნინუცა მაყაშვილზე ბავშვობაში უარი თქვა. მიუხედავად ამისა, დებს ადამიანების სიყვარული და ნდობა არ დაუკარგავთ. ახლა გოგონები ბედნიერი დედები და წარმატებული ქალბატონები არიან. ამას რუსკას სოციალური ქსელის ვიდეოებიც ამტკიცებს.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიალურ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს. ამჯერად რუსკამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ილია ჩხუბობს. „დასჯილია“ - ასე განმარტა შვილის ქმედება რუსკამ.

პოზიტიურმა და ყველასათვის საყვარელმა რუსკამ არც ისე დიდი ხანია, რაც თბილი ოჯახი შექმნა. მათი წყვილი ბევრისთვის სამაგალითო გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ორი წლის არის. დაბადების დღე 10 ოქტომბერს აქვს. წყვილი მეორე შვილს ელოდება.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0