გაგრძელდება თუ არა ონლაინ-სწავლა სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeონლაინ სწავლა
ონლაინ სწავლა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ჭორები უსაფუძვლოა და განათლების სისტემა 14 მარტის შემდეგაც იმუშავებს სწავლის როგორც დასწრებულ, ისე დისტანციურ რეჟიმში

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს ონლაინ-სწავლის ფორმატთან წვდომა აღარ ექნებათ.

როდის დაიწყება საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები >>

გავრცელდა ხმები, თითქოს საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ ონლაინ-სწავლა აღარ იქნება და ყველა ბავშვი სკოლაში ივლის.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მხრიდან არც საჯარო და არც კერძო სკოლების მიმართ მსგავსი მითითება არ ყოფილა და ეს ჭორები უსაფუძვლოა.

საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

უნივერსიტეტის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
სტუდენტების დაბრუნება აუდიტორიებში ეპიდსიტუაციას არ გააუარესებს - განათლების სამინისტრო

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. თუმცა, აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. მოცემულ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს, როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის.

ბოლო ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

მშობლების თხოვნის საფუძველზე ან ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად გასულ კვირაში დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. თუმცა, მშობლების გადაწყვეტილებით, მათ სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლიათ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებს 1 თებერვლიდან დაუბრუნდნენ.

დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0