Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა დოლიძემ ჯვარი საიდუმლოდ დაიწერა - ნახეთ ვინაა მისი რჩეული

© Photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ცნობილი პოლიტიკოსი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაცია ანა დოლიძემ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ არჩევნების დროს უკვე ორსულად იყო.

პოლიტიკოსი ანა დოლიძე ბოლო პერიოდში თავისი პირადი ამბების გამო მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. საარჩევნო ციებ-ცხელების დროს თავისი ორსულობა არ გაამხილა, რადგან არ უნდოდა, რომ ეს გამხდარიყო მთავარი თემა. მეუღლის ვინაობას კი ამ ეტაპზეც არ ამხელს.

ანა დოლიძეს პირველი ქორწინებიდან მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ვაჟი, ანდრო ჰყავს, ახლა კი, 40 წლის ასაკში, მეორედ დაქორწინდა და მეორე შვილს ელოდება. ჯვრისწერა ვიწრო წრეში უკვე შედგა, თუმცა წყვილს სუფრა არ გაუკეთებია, პანდემიის გამო.

ანა დოლიძე ჟურნალ „სარკესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი მეუღლე პროფესიით ფინანსისტი და აპოლიტიკური ადამიანია. პოლიტიკოსი ჯერჯერობით ვინაობის გამხელას არ აპირებს, თუმცა  ამბობს, რომ ერთმანეთი წლების წინ ერთ-ერთ მიღებაზე გაიცვნეს.

„კარგა ხანს ველოდებოდით პანდემიის დამარცხებას, რომ საშუალება გვქონოდა ხალხმრავალი ქორწილის გადახდის, ახლაც გვინდა ქორწილი. მიზეზი გვინდა, რომ შევიკრიბოთ. ისე მოგვენატრა მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულებები, თუმცა, როგორც ჩანს, კარგა ხნით გადაიდება“, - ამბობს პოლიტიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0