თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

© photo: Tbilisi State University / FBთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
სტუდენტები აუდიტორიებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან, თუმცა დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში დასაშვებია პრაქტიკული მეცადინეობები.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კერძოდ, 1 მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. ორივე ეტაპზე უნივერსიტეტებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითი იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ისინი განათლების სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე ინდივიდუალურად შეძლებენ. 

თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სწავლის აუდიტორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტის კანცლერის ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უნიერსიტეტში პრაქტიკული სწავლება არ ტარდება, ხოლო 15 მარტისთვის აკადემიური საბჭო გადაწყვეტს, თუ რომელი ფაკულტეტების სტუდენტები დაუბრუნდებიან აუდიტორიებს.

„არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ პირველ ეტაპზე თეორიული სწავლება, შემდეგ ეტაპზე კი პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს. შესაბამისად, ამჟამად არ დგას იმის საჭიროება, რომ 1 მარტიდან სასწავლო პროცესი პრაქტიკული კომპონენტებით განხორციელდეს. ამიტომაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება“, – განაცხადა ლაშა საღინაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილების მორიგი გეგმა 24 თებერვალს წარმოადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0