ნიკა ბასილაშვილის მორიგი წარუმატებლობა - ამჯერად როტერდამში

© AFP 2024 / WILLIAM WESTნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
მიმდინარე სეზონში ბასილაშვილმა შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან მოიგო მხოლოდ ორი - ანტალიაში გამართულ ტურნირზე, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს (АТР-ს რეიტინგში მე-40 ნომერი) უიღბლობა დასჩემდა. ამჯერად ის როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა.

ბასილაშვილმა ორ სეტში ბრიტანელ კემერონ ნორთან (65-ე) დამარცხდა - 0:6, 3:6. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

რუბინის მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
კვარაცხელიამ „რუბინს“ კვლავ მოაგებინა, ბასილაშვილი კი მელბურნს ნაადრევად დაემშვიდობა

პირველი პარტია ნიკამ ფაქტობრივად ჩააგდო - ყველა ჩაწოდება წააგო. სეტში მხოლოდ ცხრა ქულა მოიგო (ხუთი თავის ჩაწოდებაზე და ოთხი - მეტოქის).

მეორე პარტიაში ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა (3:1), მაგრამ სეტის ბოლოს თამაში „გაექცა“. შედეგად ნორმა ზედიზედ ორი ბრეიკი გააკეთა და სეტი, მასთან ერთად კი მატჩიც მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ძირითად ბადეში ბრიტანელი საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა.

მიმდინარე სეზონში ბასილაშვილმა შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც ორი მისი გამარჯვებით დასრულდა. იანვრის დასაწყისში ანტალიაში ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრალიელ ალექს დი მინუართან ორ სეტში დათმო – 2:6, 4:6. ამის შემდეგ ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამ ტურნირში – მელბურნში, Australian Open-ზე და მონპელიეში, სადაც პირველივე წრეში მარცხი იგემა. როტერდამში გამოსვლა კიდევ ერთი წარუმატებლობა გახდა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 112 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი გაელ მონფისი.

ყველა ახალი ამბავი
0