რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქი ფართოვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკარვები პარლამენტის შენობის წინ
კარვები პარლამენტის შენობის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
ორშაბათს, 1 მარტს, ოპოზიციის წარმომადგენლები გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, მე-15 კარავი დადგეს.

კარვის დადგმის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. მაგრამ ამჯერად საქმე დაკავებამდე არ მისულა და სიტუაცია განიმუხტა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი დადგეს, პოლიციამ კი მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს

აქციის მონაწილეების თქმით, ორშაბათს, 1 მარტს, ისინი გამართავენ მიტინგს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. აქცია 12:00 საათზე დაიწყება. სამშაბათს, 2 მარტს, პლენარული სხდომის დღეს ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას. ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარეკებები განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0