საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც ამუშავდა

© photo: Sputnikსაზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ამოქმედდა „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლები, მაგრამ ღამის საათებში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის გამო ისინი მხოლო დღის საათებში იმოძრავებენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-შეზღუდვების შერბილების შემდეგ  27 თებერვლიდან უქმეებზე ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე მუშაობას შეუდგა „საქართველოს რკინიგზა“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის შერბილების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის, 25 თებერვლიდან მუშაობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა დაიწყო.

საქართველოს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვალს ამუშავდა, თუმცა შაბათ-კვირას ის კვლავ გაჩერებული იყო.

საქალაქთაშორისო რეისების განახლება - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირდება – რომელ მარშრუტებზე გაიზრდება ფასები და რამდენით

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ისინი კვლავ ძალაშია: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა აკრძალულია.

ასევე აკრძალულია ტრანსპორტში გათბობა-კონდიცირების სისტემების ჩართვა. ამ წესების დაცვას მუნიციპალური სამსახურები და პოლიცია მკაცრად გააკონტროლებს.

რაც შეეხება რკინიგზას, 25 თებერვლიდან განახლდა ბილეთების ონლაინ-გაყიდვა საქალაქთაშორისო რეისებზე, ხოლო სალაროებში ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. ბილეთების საფასური არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღის საათებში იმოძრავებენ.

„საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა რეკომენდაციის დაცვა:

  • მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს,
  • მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია,
  • ვაგონში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს,
  • მატარებელში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე. მთელი მგზავრობის განმავლობაში პირბადის მოხსნა აკრძალულია.

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეჩერებული.

ყველა ახალი ამბავი
0