თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. იუწყება რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
ამ დროისათვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 106 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა.
„სენამედში" 6 პირი იმყოფება, მათგან 1 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 8 პირი გადის მკურნალობის კურსს.
სენაკის „ლაზიკა მედში" 18 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 36 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 122 ადამიანი იმყოფება.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264.589-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.499-ს მიაღწია.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 87. თვითიზოლაციაში იმყოფება 7.304 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.613 პირი, აჭარაში – 345, იმერეთში – 638.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია