„კატეგორიულად ვემიჯნები“: მამუკა ხაზარაძე აქტივისტების პოზიციას არ ეთანხმება

© Sputnik / STRINGERმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ოპოზიცია პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს, ასევე აქციებს შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს, განაცხადა  „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კარვები პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
სკანდალი აქციაზე კარვის გამო: რა ხდება რუსთაველზე?

პარასკევს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.

ხაზარაძის განცხადებით, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მისი თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს.

„აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ ამას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას... საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

დედაქალაქში გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა.

პარლამენტის შენობასთან 11 კარავია გაშლილი.

ყველა ახალი ამბავი
0