თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1 მარტიდან მუშაობას განაახლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებში.
კორონავირუსის პანდემიის და ეპიდსიტუაციის გამო, ეროვნულ არქივს ფუნქციონირება ამ დრომდე შეჩერებული აქვს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება საისტორიო ცენტრალური არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1).
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს.