ერთწლიანმა პანდემიამ ოჯახის წევრები ერთმანეთს უფრო დაუახლოვა. გაურკვეველი დროით შეჩერებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი სახლში დარჩა, ამან კი ოჯახური ურთიერთობების დალაგება განაპირობა. მათ შორის აღმოჩნდა ნინი ბადურაშვილის ოჯახიც.
View this post on Instagram
ეკა კახიანი მცხეთის აგარაკზე გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს, რომელზეც დედაშვილური იდილია კარგად ჩანს. ახლა, რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგ მსახიობები სამსახურებს დაუბრუნდნენ, უმცროსი დეიდა კი დისშვილის გართობას ცდილობს.
View this post on Instagram
როგორც ჩანს, ქეთევანი და ელენე ძალიან დამეგობრდნენ. მათ „ტიკტოკიც“ აერთიანებთ და გოგონების დღე უფრო მრავალფეროვანი გახდა. დეიდა და დისშვილი საცეკვაო ილეთებს იმახსოვრებენ და ტრენდულ ვიდეოებს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი პოზიტიური ვიდეო ქეთომ საკუთარ გვერდზე განათავსა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
გოგონას ნინი ბადურაშვილს ძალიან ამსგავსებენ – ელენე პატარა ფერიას ჰგავს. ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც შემდეგ ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.
View this post on Instagram
ქართველი ვარსკვლავი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.