Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შემეკითხა კოვიდე: „შენთან ხომ არ მოვიდე?“ – გელა ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა?

© Facebook / photo: Gela Charkviani / FBგელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
ცნობილი მწერალი და დიპლომატი კორონავირუსს ებრძვის? ნახეთ რას წერს გელა ჩარკვიანი კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ცნობილი დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი კორონავირუსთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ლექსს აქვეყნებს, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფიქრებინა, რომ ის კორონავირუსს ებრძვის.

სოციალური ქსელის მომხმარებლები გელა ჩარკვიანს გამოჯანმრთელებას უსურვებენ. მოგვიანებით ჩარკვიანმა დაწერა, რომ ეს პოსტი სიზმარია და რეალობასთან კავშირი, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არ აქვს.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. ხუთი სერიისგან შემდგარი მისი დოკუმენტური ფილმი „ქართველები კრემლში” 2004 წლის სექტემბერ-ოქტომბერში „რუსთავი 2“-ის ეთერით აჩვენეს. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის 1989 წლის ნოემბერში მისი თბილისში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული ქართული ღონისძიება – „თბილისობა“.

მაქსიმე ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2020
ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი მამას საოცრად დაემსგავსა – უახლესი ფოტოები

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მუსიკა მას ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები – 2006 წელს. ჩარკვიანმა თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.

2008 წლის ზაფხულში ჩარკვიანის ცხოვრების თერთმეტწლიანი ეპიზოდის (1997 წლიდან 2008 წლამდე) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.

ყველა ახალი ამბავი
0