ტრაგედია შატილის გზაზე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnikრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტექნიკური წესების დარღვევების გამო ავტომობილი ტექდათვალიერების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და მგზავრთა გადაყვანისთვის მისი გამოყენება დაუშვებელი იყო.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ტურისტული ფირმის Chip Travel Georgia დირექტორს შალვა ბოლოთაშვილსა და მიკროავტობუსის მფლობელს გოჩა გოგილაშვილს, რომლებიც შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო დააკავეს.

თოვლი და ლიპყინული თბილისის გზებზე: მძღოლებს სიფრთხილე მართებთ - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
თოვლი და ლიპყინული თბილისის გზებზე: მძღოლებს სიფრთხილე მართებთ - ვიდეო

ბოლოთაშვილი და გოგილაშვილი 2021 წლის 23 თებერვალს ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავეს. მათ ბრალად ედება „ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და სამი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია“. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს ხევსურეთის გაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. მარშრუტი იყო ორგანიზებული ტურისტული სააგენტო Chip Travel Georgia-ს მიერ.

ასევე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად კი კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა. გარდა ამისა, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები კუსტარულად, მავთულების გამოყენებით იყო დამონტაჟებული.

აღნიშნული დარღვევების გამო ავტომობილი ტექდათვალიერების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და მგზავრთა გადაყვანისთვის მისი გამოყენება დაუშვებელი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0