საკმაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გუმბათებში გარესამყაროსთან რაღაც ჰარმონიაც იმალება და ის შეიძლება კოსმოცენტრიზმის საფუძველიც კი იყოს.
ასეა თუ ისე, ფორმა ფესვებით ღრმა წარსულში მიდის. ლამის იმ დროში, როდესაც ადამიანმა საკუთარი ხელით პირველი შენობა ააგო. პრიმიტიული კარავი, იურტა, იარანგა, ბუნგალო, იგლუ - ყველა ეს თავისი არსით გუმბათია. ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა ინტუიციურად მოძებნეს ფორმა, რომელიც უფრო დიდხანს ინარჩუნებს საციცოცხლოდ აუცილებელ სითბოს. უფრო მეტიც, ბევრი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ გუმბათოვანი სახლები ერთგვარი სფერული ლინზის მსგავსად იმარაგებს არა მარტო სითბურ ენერგიას, არამედ გარემომცველი სამყაროს ძალასაც.
მრგვალ და სფერული ფორმების სახლებში მცხოვრები ადამიანები ხშირად არიარებენ ხოლმე, რომ სივრცის ტრიალს გრძნობენ, ივსებიან ენერგიით, ზოგს კი თავბრუც ეხვევა ხოლმე. მოკლედ, გუმბათის ქვეშ ყოფნა ყველაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. სწორედ ამიტომაცაა, რომ გუმბათოვანი კონსტრუქციები უკიდურესად იშვიათად გამოიყენება საცხოვრებელ კომპლექსტებში. ფუნქციურად და კონსტრუქციულად გუმბათები უფრო საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს შეესაბამება, სადაც ვიზიტორები ცოტა დროს ატარებენ.
როგორც Sputnik-საქართველოს რეპორტიორმა აღმოაჩინა, თბილისში თითქმის ყველა ნაბიჯზე შეიძლება შევხვდეთ გუმბათოვანი კონსტრუქციების ელემენტებს.