ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად ბარსელონა აქვს მითითებული. როგორც ჩანს, შორენა დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან ერთად გაემგზავრა, რომელთან ერთადაც ზაფხულში ასევე ბარსელონას სტუმრობდა.
View this post on Instagram
დავით ბაგრატიონთან გასაიდუმლოებული რომანის და შემდეგ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან საიდუმლო ქორწინების მერე მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ ურთიერთობაშია.
View this post on Instagram
ყველამ გაიგო, რომ შორენას ახალი პარტნიორი ლაშა ბარათელია. როგორც თავად ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.