ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ: დაკავებულია სამი პირი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „ფორმულის” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდასხმა წუხელ მოხდა წყნეთის ქუჩაზე.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა ამ ადამიანებზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0