ქართველი მომღერალი მშობიარობიდან ერთ თვეში უკვე საოცარ ფორმაშია. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ მომღერალმა ზედმეტი კილოგრამები მოიშორა და არაჩვეულებრივად გამოიყურება. უცნობია, როგორ მოახერხა ასეთ მცირე დროში ორი შვილის დედამ ფორმაში ჩადგომა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქეთას ცხოვრების სტილი ისედაც იყო ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. სავარაუდოდ, სწორედ ასე ჩადგა ის ფორმაში.
რუსული ესტრადის დედოფალი ქეთა თოფურია 21 იანვარს დედა გახდა. ქეთას ვაჟი – ადამი ბელარუსული წარმოშობის დიპლომატისგან ლევ დენგოვისგან შეეძინა. წყვილმა თავისი ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა. ქეთამ ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში გააჩინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას ისიც აღნიშნა, რომ ადამი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა – (20)21 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.
View this post on Instagram
ქეთა თოფურიამ ახალშობილ ვაჟს ცოტა ხნის წინ ფოტოსესიაც მოუწყო და ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ფოტოებში ჩანს, რომ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქეთას გოგონა - ოლივია გეიხმანიც. ქეთამ დაწერა, რომ ძალიან განიცდიდა, რამდენად იქნებოდა კომფორტული ადამისთვის ფოტოგადაღება ამ ასაკში, თუმცა მაინც უნდოდა ამ ეტაპის ფოტოებზე აღბეჭდვა და მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ფოტოსესიის პროცესში დაეხმარა.
View this post on Instagram
ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში თაყვანისმცემლები მას ბიჭის დაბადებას „უწინასწარმეტყველებდნენ“. ქეთა შვილის სქესს საგულდაგულოდ მალავდა, ისევე, როგორც ფეხმძიმობას. მან ორსულობის შესახებ გულშემატკივრებს კლიპის მეშვეობით შეატყობინა. ქეთასთვის ეს მეორე შვილია. მას ქალიშვილი ოლივია ჰყავს. ნახევარ და-ძმას შორის 6-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 34 წლის მომღერალმა ქალიშვილი 2015 წელს გააჩინა.