https://sputnik-georgia.com/20210225/RaribaSvili-sanaias-cemis-faqtze-garwmunebT-pasuxi-iqneba-adekvaturi-251004618.html
ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური
ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური
Sputnik საქართველო
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 25.02.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-02-25T19:39+0400
2021-02-25T19:39+0400
2021-10-19T17:49+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989648_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_96b4687a27b453da6751f05d31e3c843.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250989648_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_1d68d71717a0a8e6dfc05c7a0156f353.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური
19:39 25.02.2021 (განახლებულია: 17:49 19.10.2021) ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ.
ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.