ქართველი ტიკტოკერი და ინფლუენსერი თი (თინათინ) მაჭავარიანი „ბაქტერიებს“ ებრძვის. თიმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ თავის „ფოლოვერებს“ შეატყობინა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ზედმეტი აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავოს. მას კორონავირუსი არ სჭირს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ ეტაპზე აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოს.
View this post on Instagram
მკურნალობის ფარგლებში თის ექიმმა სახლში ყოფნა და დასვენება ურჩია, რაც სოციალურ ქსელებში აქტიური ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია, თუმცა ამ დროის განმავლობაში მაჭავარიანისგან რამდენიმე სიახლესაც უნდა ველოდოთ.
View this post on Instagram
თი მაჭავარიანი საზოგადოებამ სულ რამდენიმე წელია გაიცნო. თისა და მისი ყოფილი შეყვარებულის დაშორებაზე ბევრი საუბრობდა, თუმცა ეს თემა დასრულდა და თი „ინსტაგრამზე“ აქტიურობას შეუცვლელად განაგრძობს.