კახეთში დაკარგული პენსიონერის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ კახეთში რამდენიმე დღის წინ უგზოუკვლოდ დაკარგული 69 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
თელავის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიკარგა

პენსიონერის ცხედარი სარწყავ არხში ნახეს. ის უკვე გადასვენებულია გურჯაანში, სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის მკვიდრი ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

შსს-მ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0