ისტორიაში პირველად – ქართველი ქალი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე იჭიდავებს

© photo: Georgian Judo Federation / FBეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ეთერ ლიპარტელიანი ისრაელში გამართულ გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ რეიტინგში შვიდი საფეხურით დაწინაურდა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ განახლებულ რეიტინგში 21-ე ადგილზე გადაინაცვლა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

ეთერ ლიპარტელიანმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც საერთო რეიტინგში 500 ქულა დაემატა და შვიდი საფეხურით დაწინაურდა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც გრანდ სლემის ტურნირზე მედლის მოპოვება მოახერხა. პარალელურად ის პირველი ქართველი ქალია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0