ადვოკატი: ნიკა მელია ბედნიერია, რომ არ მოხდა პროვოკაცია და არ დაშავდნენ ადამიანები

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით ჩაატარა. ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში დააპატიმრეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ნიკა მელია თავს გრძნობს ისე მხნედ, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილია – ბრძოლა ბოლომდე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ. 

პოლიცია  „ნაცმოძრაობის“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს „ნაცმოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

მელიას უფლებადამცველის განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება როგორც პატიმრობის გასაუქმებლად, ასევე იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„ნიკა მელია ბედნიერია იმით, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა ოფისში უსამართლობას, მშვიდად, ძალადობის გარეშე დახვდა სპეცდანიშნულების რაზმს. შეკრებილთა მისამართით მელიას მოწოდება იყო შემდეგი – თუ მოვლენ ძალადობით, ჩვენ დავხვდეთ სიმშვიდით, ტაშით, სიმღერით“, – განაცხადა კონდახაშვილმა. 
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
თალაკვაძე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას თანაგუნდელებს ეკისრება

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რისი მიზეზიც გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება გახდა.

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება უფლებადამცველებმა უკვე გაასაჩივრეს. ადვოკატებმა შუამდგომლობა შეიტანეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც ითვალისწინებს უწყების მხრიდან საკონსიტუტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, რათა გადამოწმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

ადრე მელია ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი გახდა მელიას დაპატიმრების გადადების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც შსს-მ მიიღო.

რაც შეეხება ნიკა მელიას, პოლიტიკოსი ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ იგი პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0