დეკანოიძე: ხელისუფლება პარტიის ოფისში პროვოკაციებს გეგმავს

© Sputnik / STRINGERენმ-ის მხარდამჭერები პარტიის ოფისში
ენმ-ის მხარდამჭერები პარტიის ოფისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
ხელისუფლება უნდა შეეშვას პროვოკაციებს, რადგან პარტიის ოფისში იმყოფება ძალიან ბევრი მხარდამჭერი, განაცხადა დეკანოიძემ

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიცური პარტიის ოფისში პროვოკაციებს გეგმავს.

დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერები. მან ასევე დააანონსა პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება, რომელიც ამჟამად თავის მხარდამჭერებთან ერთად „ერთიანი ნაციონალური პარტიის“ ოფისში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
„დამიჯერეთ მე...“ – ღარიბაშვილი პარლამენტიდან ოპოზიციას მიმართავს

„ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს. პროვოკაციას გეგმავენ, რადგან ზუსტად იციან, რომ ჩვენსკენ არის მორალური უპირატესობა, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს“, - განაცხადა დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებს არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რა სახის პროვოკაციაა დაგეგმილი. დეკანოიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა სპეციალურად მიგზავნილმა ადამიანებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას ძალიან მკაცრად და კატეგორიულად, რომ შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას. ჩვენთან, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან, არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის, ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ჩვენ გვსურს განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი “,- აცხადებს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
ოპოზიცია მზად არის დიალოგის დასაწყებად მასშტაბური საპროტესტო აქცია გადადოს

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა. 18 თებერვალს პოლიციამ სასამართლოს განჩინება წარადგინა და მელიას დაპატიმრება სცადა. „ნაცმოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მელიას დაკავებას არ დაუშვებდნენ. ამავე დღეს პარტიული ლიდერის დაკავება გადაიდო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო, რომელმაც თავისი წასვლის მიზეზად მმართველ პარტიასთან მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0