Gulfood 2021: ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ნუგბარი
ქართული ნუგბარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად დუბაიში 14 ქართული კომპანიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ქართულ დელეგაციას ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აქვს წარდგენილი.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ქართული კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა - Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც 2021 წლის 21-25 თებერვალს დუბაიში იმართება და რომელში მონაწილოების მისაღებად საქართველოდან 14 კომპანიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ვაშლი გავიდა

კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტარდება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში.

საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა >>

Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

ყველა ახალი ამბავი
0