თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით წალენჯიხის მკვიდრი, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ქუთაისის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ვირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 133 პაციენტი მკურნალობს, აქედან 11-ს მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 45 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 2 პაციენტი;
„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 16 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა;
ფოთის კლინიკაში იმყოფება 34 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმედ ფასდება 3 პაციენტის მდგომარეობა;
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 პაციენტია, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაში;
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 8 პაციენტია;
სენაკის „ლაზიკა მედიში“ 16 პაციენტი, მათ შორის 1 მძიმე.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 132 პირი.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 258-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.355-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261.637-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.435-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია