ტრაგედია მარნეულში: სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით მთელი ოჯახი გაიგუდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი მარნეულის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. მარნეულში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი გაიგუდა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი მარნეულის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრაგიკული ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0