თბილისელებმა ვაკის პარკში მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს - ვიდეო

გამოწერა
თბილისელებმა ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამართეს „პარტიზანმა მებაღეებმა“ მიტინგი პარკის მიმდებარედ შაბათს

მოძრაობის აქტივისტები მოითხოვენ შეჩერდეს პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა. მათი აზრით, ტერიტორიის განაშენიანების გეგმა შესაძლოა კვლავ არსებობდეს.

პარკში დაწყებული რეაბილიტაცია ასევე უკმაყოფილების მიზეზად იქცა. აქტივისტებმა ქალაქის ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს გარანტია, რომ პარკში არ განხორციელდება არავითარი სამშენებლო სამუშაოები, მოთხოვნებში ასევე შედიოდა პარკის ეტაპობრივი რეაბილიტაცია, რათა მისი დაკეტვა არ გახდეს საჭირო.

ადრე „პარტიზანი მებაღეების“ მოძრაობა მრავალი წლის განმავლობაში მართავდა საპროტესტო აქციებს ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის წინააღმდეგ. გადაწყდა მშენებლობის შეწყვეტა, თუმცა აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ადგილი, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა, ისევ შემოღობილია და არ არის გამორიცხული, რომ იქ მშენებლობა დაიწყოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0