საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით პარტიას ელოდება

© AP Photo / Virginia Mayo AstraZeneca-ს ვაქცინა
 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 29.250 დოზა - საქართველოში უკვე შემდეგ კვირაში შემოვა

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველო ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს COVAX-პლატფორმის მიღმა აწარმოებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში.

„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ >>

საქართველოს პარლამენტი პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრობის კანდიდატების გეგმებს გაეცნო.

„სურვილი იყო, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა მიეღო საქართველოს ეს ვაქცინა. მქონდა ორმხრივ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან, ლიეტუველებთან, ასევე შვედებთან, გაერთიანებულმა სამეფომ ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში გვექნება მნიშვნელოვანი შედეგი, რომ არის შესაძლებლობა საქართველომ COVAX-პლატფორმის მიღმა მიიღოს მნიშვნელოვანი რაოდენობა ვაქცინის“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ვაქცინა Спутник V  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
დაიწყო „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის კვლევები

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად საქართველო ვაქცინის პირველ პარტიას უკვე შემდეგ კვირაში მიიღებს.

პირველ ეტაპზე თებერვლის ბოლოს მედიკოსების ვაქცინაციისთვის Pfizer-ის ვაქცინის 29.250 დოზა შემოვა. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრის ჩასატარებლად არის საჭირო.

ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად უკვე მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება, უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

საქართველო ასევე AstraZeneca-ს წარმოების ვაქცინის დამატებით 150 ათას დოზას მიიღებს. AstraZeneca-ს წარმოების ვაქცინის ერთ-ერთი მომწოდებელია COVAX-პლატფორმაა, რომელიც 300 ათასი დოზის მოწოდებას უზრუნველყოფს.

COVAX - საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიან ხელმისაწვდომობას და დაბალანსებულ გადანაწილებას უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0