გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© Sputnik / Vladimir Umikashviliხანძარი ელიავას ბაზრობაზე. 2021 წლის 12 თებერვალი
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე. 2021 წლის 12 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე ავტოსახელოსნოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ავტოსახელოსნოს სახურავზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა. გასულ კვირაში ბაზრობის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობი აალდა. ხანძარს 12 სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ზარალის ოდენობა დღემდე უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0