მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტეხასს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს: დაიღუპა 30 ადამიანი

© AFP 2024 / MATTHEW BUSCHქარბუქი ტეხასში
ქარბუქი ტეხასში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ფილმი–კატასტროფა, ოღინდ ცხადში – ასეთი სცენარით განვითარდა სტიქიური უბედურება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც უკვე უწოდეს „თეთრი ქარბუქი"

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. უამინდობას აშშ–ში სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან ყველაზე მეტი – ტეხასში, იუწყება ამერიკული მასმედია.

აშშ–ის სამხრეთ შტატებში უძლიერესი ქარბუქი მძვინვარებს. სტიქიის ეპიცენტრში ტეხასი აღმოჩნდა, სადაც უამინდობის გამო ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე მოსახლეობის დიდი ნაწილი დარჩა. ამერიკელი მეტეოროლოგების მონაცემებით, დიდთოვლობა შეეხო რეგიონებს, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

რკინიგზა დატბორილ ტერიტორიაზე გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
მდინარეში მატარებლით: წყალდიდობა გერმანიაში – ფოტო

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქარბუქის შედეგად ამ შტატში 30 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახური არ მალავს, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ადამიანების დაღუპვის მიზეზებს შორისაა უბედური შემთხვევები: ავტოსაგზაო შემთხვევები, ძრავებისა და გამათბობლების მუშაობის შედეგად მხუთავი გაზით მოწამვლა. შემთხვევები დაფიქსირდა, როდესაც ადამიანებს, უბრალოდ, გათბობა უნდოდათ. ადამიანები ზოგჯერ ბუხრებში ავეჯს წვავენ.

აშშ–ისთვის რეკორდული სიცივის გამო ნალექით დაიფარა სამხრეთის რაიონების 70%–ზე მეტი. ასეთი ამინდი აქ ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ჰაერის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე დავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0