საქართველო „ევროვიზია 2021“-ის კონკურსისთვის აქტიურად ემზადება

© photo: Eurovision Georgia / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. მომღერალი თორნიკე ყიფიანი, რომელიც საქართველოს „ევროვიზია 2021“-ზე წარადგენს, სიმღერის საერთაშორისო კონკურსისთვის აქტიურად ემზადება. 

 Europe Shine A Light - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2020
ორგანიზატორები „ევროვიზია 2021“-ის ჩატარების წესების ვარიანტებს განიხილავენ

როგორც Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზეა ნათქვამი, საკონკურსო სიმღერა უკვე ჩაწერილია, გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს კლიპის გადაღებაზე მუშაობა. თუმცა, რომელ სიმღერას შეასრულებს მომღერალი – ჯერჯერობით საიდუმლოა. ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ყველა დეტალის გასაჯაროების პირობას დებენ. 

თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2020
„ევროვიზია 2020“-ზე თორნიკე ყიფიანის კომპოზიცია საუკეთესოდ დასახელდა

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0