ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ლილე დედას პირსინგების გაკეთებას სთხოვს. აღმოჩნდა, რომ სურვილი დედამ, როდესაც ლილე გაიზრდება, მაშინ უნდა შეუსრულოს. დედა ეკითხება, სად ნახა პირსინგები, თუმცა ბავშვი ამბობს, რომ თავად მოუნდა და არავის მიბაძვას არ აპირებს.
View this post on Instagram
გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.
View this post on Instagram
უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.