თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
© Sputnik / Alex Shlamovდაპირისპირება პარლამენტთან

დაპირისპირება პარლამენტთან
აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეს, დღეს კარვის გაშლა უკვე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.
© Sputnik / Alex Shlamovდაპირისპირება პარლამენტთან

დაპირისპირება პარლამენტთან
ამ დროისათვის სიტუაცია დაწყნარებულია. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან რჩებიან.