შსს: ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
გახარიას განმარტებით, მისი გადადგომის მიზეზია ის, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

ყველა ახალი ამბავი
0